weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიანმარის ლალის საბადოები და მეშახტეები

12:20 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში, ღრმად მიწისქვეშ, ლალის მინერალის საბადოებზე ათასობით არაფორმალური მეშახტე მაღალი რისკის ფასად მუშაობს წითელი ძვირფასი ქვის მოსაპოვებლად. სწორედ ამიტომ მიანმარს, იგივე ბირმას „ლალისფერ მიწასაც“ ეძახიან.

ქვეყნის ერთ-ერთი უდიდეს მაღაროს მანდალეის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მოგოკის მახლობლად არსებული მაღარო წარმოადგენს. ადგილზე მუშახელი საკუთარი ტრანსპორტით, ძირითადად მოტოსკუტერებით მიდის. შედარებით იოლ სამუშაოს იქ ქალებიც ასრულებენ. საბადოებზე ხშირია მომაკვდინებელი მეწყერები, თუმცა ეს მეშახტეებს არ აშინებთ.

მონაპოვარი ლალი ანდა სხვა ძვირფასი თვლები იმავე ქალაქში, ბაზრობაში იყიდება, რაც მეშახტეებისა და მუშების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]