ჯასტინ ბიბერმა რინგზე შეხვედრის ორგანიზება შერეული საბრძოლო ხელოვნების კლუბ UFC-ის პრეზიდენტ დანა უაიტს სთხოვა.
გამოწვევას ტომ კრუზი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
ამ დროისთვის ყველასათვის საიდუმლოდ რჩება, თუ რატომ აირჩია ბიბერმა მეტოქედ 56 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.