როგორც ავსტრალიური მედია იუწყება, კომერციული ფრენები 2023 წლიდან დაიწყება, თუმცა მფრინავი ტაქსის სერვისის გამოცდა უკვე 2020 წელსაა დაგეგმილი.
კომპანიაში ამტკიცებენ, რომ მფრინავი ტაქსით მელბურნის ცენტრიდან აეროპორტმადე მისვლა სულ რაღაც 10 წუთში იქნება შესაძლებელი. ჩვეულებრივი მანქანით იმავე მარშრუტით მგზავრობა ერთ საათზე მეტხანს გრძელდება.
Uber მფრინავი ტაქსების ტესტირებას სამშობლოშიც გეგმავს. ასეთი სერვისი დალასსა და ლოს ანჯელესშიც გამოჩნდება.