გაუმჯობესებულმა Sub1-მა გასული წლის იანვარში მიღწეული რეკორდი - 0.887 წამში აწყობილი რუბიკის კუბი, გააუმჯობესა და გინესის წიგნში ამჯერად 0.637 წამით შევიდა.
6 მექანიკური კიდურის მქონე რობოტი 21 მოძრაობაში ასრულებს ამოცანას. ამისათვის კი მას ფერების აღქმის პროგრამას დამატებული ექსტრემალურად სწრაფი გადაჭრის გზების ძიების ალგორითმი ეხმარება.
რაც შეეხება ადამიანის მიერ რუბიკის კუბის სწრაფად აწყობას, ამ მხრივ გინესის რეკორდსმენი კენტუკის შტატის თინეიჯერი მკვიდრი ლუკას ეტერია, რომელმაც პოპულარული თავსატეხი 2015 წლის ნოემბერში 4.904 წამში ააწყო.