weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Bentley Flying Spur: სიმდიდრის, ტექნოლოგიისა და სიმძლავრის საუკეთესო კომბინაცია

17:08 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019

როგორც იქნა, დღის სინათლე იხილა მესამე თაობის ავტომობილმა Bentley Flying Spur, რომელიც საუკეთესო მაგალითია სიმდიდრის, ინოვაციებისა და სიმძლავრის ერთობლიობის.

მიუხედავად იმისა, რომ მასში კარგად იგრძნობა ნამდვილი „ბენტლის“ სული, ის პუბლიკას სრულიად ახალი დონის კომფორტის ტექნოლოგიასა და თანამედროვე დიზაინს სთავაზობს. ბრიტანული კონცერნის მიზანია, როგორმე გაყიდვადი გახადოს აღნიშნული მოდელი და მის სამიზნე ბაზარს ჩინეთი წარმოადგენს.

ახალი მოდელი ავტომობილი კარგად ნაცნობ ორმაგად ტურბირებულ W12-ს მოირგებს, რომელიც ჯამში 6.0 ლიტრიდან 626 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე 3.9 წამში ჩქარდება. ამ მოდელისთვის სასტარტო ვარიანტში ასევე გათვალისწინებულია V8 და V6 ჰიბრიდი, რომელიც აგვისტოში გამოჩნდება. წინა თაობისგან განსხვავებით, ის ადაპტირებული ამძრაობით გამოვა, რომელიც ძირითადად უკანა ღერძზე იმუშავებს, თუმცა სიმძლვრეს გადასცემს წინა ღერძსაც.

ავტომობილის გაყიდვები მალე დაიწყება, ხოლო მიწოდება - მომავალი წლიდან. მისი ფასი 165 ათასი გირვანქა სტერლინგიდან დაიწყება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]