weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ფორსაჟის“ საუნდტრეკი YouTube-ის რეკორდსმენი გახდა

11:10 ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017

„ფორსაჟის“ მე-7 სერიის ოფიციალური საუნდტრეკი “See You Again”, რომელსაც რეპერი ვიზ ხალიფა და ახალგაზრდა მომღერალი ჩარლი პუთი ასრულებენ, YouTube-ის რეკორდსმენი გახდა - 2015 წელს გამოსული სიმღერის კლიპი ინტერნეტში ყველაზე მეტი ნახვის მქონე ვიდეოა.

მსახიობ პოლ უოკერის ხსოვნისადმი მიძღვნილ სიმღერის კლიპს, რომელიც ვიზ ხალიფას ოფიციალურ არხზეა ატვირთული, ამ მომენტისთვის თითქმის სამ მილიარდამდე ნახვა აქვს. სიმღერამ ინტერნეტში დაგროვილი ნახვების მხრივ კორეული ჰიტის “Gangnam Style”-ის მიღწევა გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ ვიზ ხალიფასა და ჩარლი პუთის სიმღერამ რამდენიმე ჯილდო და ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის MTV-ის, ოქროს გლობუსისა და გრემის დაჯილდოებებზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]