weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინგლისელმა მამაკაცმა ზღვის სანაპიროზე დაყრილი ნარჩენებისგან კოლექცია შექმნა

11:55 ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017

გარემოსდაცვითი ბრიტანული ორგანიზაციის Rame Peninsula Beach Care-ის წევრმა რობ არნოლდმა სამხრეთ ინგლისში, ტრეგანტლის სანაპიროზე პლასტიკური ნარჩენებისგან დასასუფთავებელ აქციაში რამდენიმე მოხალისესთან ერთად 35 ტომარა ნაგავი მოაგროვა, თუმცა ისტორია ამით არ დასრულებულა, რადგან რობ არნოლდმა უჩვეულო იდეას მიაგნო.

საქმე ისაა, რომ რობ არნოლდმა ზღვის სანაპიროზე მოგროვილი ნაგავი სახლში წაიღო, აღმოაჩინა თუ რისგან შედგებოდა დაბინძურებული პლიაჟი, ნარჩენები გადაარჩია და ერთგვარ თვალსაჩინო კოლექციად აქცია.

ადამიანების მიერ დაყრილ ნარჩენებში ძირითადად პლასტმასის სათამაშოები ჭარბობდა. რობ არნოლდმა მათგან ჯარისკაცები, საბურავები, LEGO-ს ფიგურები, სასტვენები, ყურის ჩხირები  და სხვა ნივთები ცალ-ცალკე დაახარისხა და შემდეგ ქალაქ ლისკარდის მუზეუმში მიიტანა გამოფენაზე სახელწოდებით - „პლასტიკური ხანა“, სადაც გარემოს დაბინძურების თემასთან დაკავშირებული მსგავსი ნამუშევრები იყო გამოფენილი.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]