weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

მანჰეტენში მურალზე გურული ცხენოსნის პორტრეტიცაა გამოსახული

11:25 პარასკევი, 14 ივნისი 2019

ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე დახატული ხუთი იმიგრანტის მონუმენტურ პორტრეტებზე ამერიკაში, ბაფალო ბილის ველური დასავლეთის შოუებში მონაწილე გურული მოჯირითის პორტრეტიცაა გამოსახული.

გურული მხედრის, მშვიდობაძის პორტრეტი მურალზე, გურული მოჯირითეების ისტორიის მკვლევარმა ირაკლი მახარაძემ ამოიცნო. ვესტ ვილიჯის მურალი „თავისუფლების ფერების“ სერიის ნაწილია. იგი გასულ წელს ბრაზილიელმა კედლის მხატვარმა ედუარდო კობრამ დახატა. იმიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული.

მშვიდობაძე ერთ-ერთი იყო იმ გურული ცხენოსნებიდან, რომლებიც ამერიკაში 1893 წელს ჩავიდნენ და ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ კოუდის წარმოდგენებზე წლების განმავლობაში გამოდიოდნენ. სამწუხაროდ, მაშინ ისინი „რუსი კაზაკების“ სახელით იყვნენ ცნობილნი, და არა როგორც ქართველები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]