Mercedes-Project One: ჰიპერქარი ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებით
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ავსტრიულ მეორადი ავტომობილების კომპანიას Mobile, აღნიშნული მოდელი გასაყიდად აქვს გამოტანილი და მისი ფასი 3.5 მილიონი ევრო გახლავთ. კომპანია მსურველს ავტომობილს წლევანდელ საშობაო დღესასწაულებისთვის მიაწვდის. მას გასაყიდ ავტომობილში აღწერილობაც აქვს დამატებული, მათ შორის, ფერი და სალონის გაფორმების დეტალებიც.
აქვე გეტყვით, რომ ხსენებული მოდელი ფორმულა 1-გან ნასესხები 1.6-ლიტრიანი ტურბირებული V6-ითა და ოთხი ელექტროძრავით გამოვა, რომელიც ჯამში 1.020 ცხენის ძალას იძლევა. მისი საწვავის მოხმარება 100 კმ–ზე 13 ლიტრია, ხოლო 200 კმს/თ-მდე აჩქარებას 6 წამს მოანდომებს. ჰიპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ გახლავთ.