აგვისტო 24, 2019
weather cur horoscope tv

„ჯუდი გარლანდს გაეცინებოდა გაგას ვარსკვლავის დაბადებაზე“ - ლაიზა მინელი

11:57 ორშაბათი, 17 ივნისი 2019 hits 87

ჰოლივუდის ლეგენდა ჯუდი გარლანდის შვილს, ასევე ლეგენდარულ მსახიობ ლაიზა მინელის, ლედი გაგას პერფორმანსი რიმეიქ „ვარსკვლავის დაბადებაში“ არცთუ ისე დიდებულად მიაჩნია. ამის შესახებ 73 წლის მსახიობმა გამოცემა Entertainment Tonight-სთან მიცემულ ინტერვიუში ხუმრობითა და სიცილით განაცხადა.

„გარლანდს გაეცინებოდა, თუმცა ფილმს შანსს მისცემდა და წავიდოდა მის სანახავად. წარმომიდგენია როგორ იტყოდა, ‘კარგი, წავიდეთ’, საოცარი დასასრულია!”, - აღნიშნა ლაიზა მინელიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯუდი გარლანდმა 1954 წლის ამავე სახელწოდების ვერსიაში ოსკარი მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა, ხოლო წელს, საუკეთესო სიმღერისათვის “Shallow”, ოსკარი მომღერალ ლედი გაგას გადაეცა. იგი ასევე იყო ქალის მთავარ როლზე ნომინირებული

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]