weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

სპილბერგის „ვესტსაიდური ისტორია“ 2020 წელს გამოვა

11:04 სამშაბათი, 18 ივნისი 2019

კინოკომპანია 20th Century Fox-მა ცნობილი მიუზიკლის, „ვესტსაიდური ისტორიის“ (West Side Story) ახალი კინოვერსიის პირველი კადრი გაავრცელა. მუსიკალური მელოდრამა, რომლის რეჟისორი სტივენ სპილბერგი გახლავთ, კინოეკრანებზე 2020 წლის დეკემბერში გამოვა.

კომპოზიტორ ლეონარდ ბერნსტაინისა და სტივენ სონდჰაიმის 1957 წლის ბროდვეის მიუზიკლის პირველი ეკრანიზაცია 1961 წელს გამოვიდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა. ქორეოგრაფ-რეჟისორული დუეტის, ჯერომ რობინსისა და რობერტ ვაიზის შედევრად მიჩნეულმა ფილმმა მრავალი აღიარება და ჯილდო, მათ შორის 10 ოსკარი მოიპოვა.

მიუზიკლის სიუჟეტი, რომელიც უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ ისტორიითაა შთაგონებული, 50-იანი წლების ნიუ იორკში ვითარდება, სადაც ახალგაზრდების ორ დაპირისპირებულ დაჯგუფების წარმომადგენლებს ერთმანეთი უყვარდებათ.

სპილბერგის ფილმში მთავარ როლს ანსელ ელგორტი და რეიჩელ ზეგლერი შეასრულებენ. ახალ ვერსიაში მონაწილეობას ასევე მიიღებს ლეგენდარული რიტა მორენო, რომელიც 1961 წლის ორიგინალით ოქროს გლობუსითა და ოსკარით დაჯილდოვდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]