weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

მაიკლ ფასბენდერი CIA-ს აგენტი გახდება

12:19 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019

ფრანგი ავტორის, ჟერარ დე ვილიეს (1929-2013) ჯაშუშური რომანების სერია სახელად SAS, რომლის მთავარი პერსონაჟი ავსტრიელი მალკო ლინგე გახლავთ, ფილმებად გამოვა, მთავარ როლს კი ოსკარის ნომინანტი ვარსკვლავი მაიკლ ფასბენდერი შეასრულებს.

ბრიტანელ-გერმანელი მსახიობი ეკრანიზაციაში პროდიუსერის ამპლუითაც დაკავდება. ჯერჯერობით რეჟისორის სავარძელი თავისუფალია, ადაპტირებული სცენარის ავტორი კი ოსკარის ნომინანტი ერიკ უორენ სინგერი (American Hustle) გახლავთ.

ნაწარმოებების გმირი მალკო ლინგე ავანტიურისტი კოსმოპოლიტი არისტოკრატია, რომელმაც ჯაშუშობის გამო მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში რამდენიმე წელი დაჰყო, შემდეგ კი CIA-სთვის შტატგარეშე აგენტად დაიწყო მუშაობა.

პირველ კინოსერიას სათაური „მალკო“ ექნება და იგი დაფუძნებული იქნება 1973 წელს გამოცემულ რიგით 29-ე ნაწარმოებზე.

კინოკომპანია Lionsgate აანონსებს, რომ პერსონაჟის მიხედვითა და მაიკლ ფასბენდერით მთავარ როლში სერიული ფილმების წარმოებაა დაგეგმილი.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]