weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

იუპიტერის მთვარეზე სუფრის მარილი აღმოაჩინეს

14:38 პარასკევი, 21 ივნისი 2019

ახალი სამეცნიერო კვლევის თანახმად, პლანეტა იუპიტერის მთვარის, ევროპას ყინულოვანი საფარის ქვეშ არსებული გიგანტური ოკეანე საოცრად ჰგავს დედამიწის ზღვებს. ზოგადად მიჩნეული იყო, რომ ევროპას ოკეანეში, სადაც ორჯერ მეტი წყალია ვიდრე დედამიწაზე, სულფატური მარილები ჭარბობდა, თუმცა ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ევროპას გაყინულ ზედაპირზე ნატრიუმის ქლორიდი (NaCl) დააფიქსირა.

მკვლევართა აზრით, ნატრიუმის ქლორიდი, ანუ იგივე სუფრის მარილი, ევროპას ზედაპირზე სავარაუდოდ, ოკეანიდან ამოდის.

კვლევის ავტორის, სამანტა ტრუმბოს განცხადებით, საჭიროა, გადავხედოთ ამჟამად არსებულ წარმოდგენას ევროპას ზედაპირის შემადგენლობასთან და წიაღის გეოქიმიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ ეს ნატრიუმის ქლორიდი მართლაც წიაღიდან არის ამოსული, გამოდის, რომ ევროპა იმაზე მეტად ჰგავს დედამიწას, ვიდრე აქამდე გვეგონა.

საინტერესოა, რომ სუფრის მარილი ფიქსირდება ევროპას მხოლოდ ერთ მხარეს, რომელიც მუდმივად იუპიტერისკენაა მოქცეული - დედამიწის მთვარის მსგავსად, ევროპაც გრავიტაციულად არის ჩაკეტილი დედაპლანეტის მიერ, ანუ მისი ერთი მხარე მუდმივად იუპიტერისკენაა მოქცეული, მეორე კი არა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]