დრამატული სურათის სიუჟეტი მოგვითხრობს თაღლითური წარსულის მქონე მამისა და ქალიშვილის ახლო ურთიერთობასა და იმ პრობლემებზე, რომელიც შვილს მამის ბნელმა წარსულმა მოუტანა.
სცენარის ავტორი ჯეზ ბატერუორთი (Birthday Girl, Edge of Tomorrow, Get On Up, Black Mass, Spectre, Ford vs Ferrari) გახლავთ, რომელმაც პირველწყაროდ ჯენიფერ ფოგელის 2005 წელს გამოქვეყნებული მემუარი გამოიყენა. ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შონ პენისთვის ეს მე-6 სრულმეტრაჟიანი მხატვრული სარეჟისორო ნამუშევარი იქნება. იგი ამ დროისთვის ასევე მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც მცირე ხნის წინ მოკლული საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის შესახებაა.