weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორი იქნება დედამიწა მასზე არსებული ყინული რომ გადნეს

15:14 პარასკევი, 14 ივლისი 2017

ცნობილია, რომ ოკეანეების დონე მოსალოდნელზე უფრო სწრაფად იწევს მაღლა და მომდევნო ათწლეულებში ზღვის დონე სულ მცირე 90 სანტიმეტრით აიწევს, რაც სრულიად საკმარისია მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის საცხოვრებელი ადგილი შესაცვლელად, მაგრამ თუკი დედამიწის პოლუსების ყინულოვანი საფარი და მყინვარები მთლიანად გადნება, ოკეანის დონე გამაოგნებელი მაჩვენებლით, 65.8 მეტრით აიწევს.

ამერიკულმა გამოცემამ Business Insider, გამოაქვეყნა ანიმაცია, რომელიც ვირტუალურად გვაჩვენებს, თუ როგორი იქნება დედამიწის თითოეული კონტინენტი ყინულის გადნობის შემდეგ. ვიდეოში ნაჩვენებია წყლით დაფარული ისეთი მსხვილი სანაპირო ქალაქები, როგორებიცაა: ნიუ იორკი, მაიამი, ჰავანა, ბუენოს აირესი, დაკარი, კოლკატა, შანხაი, ტალინი, კოპენჰაგენი, ამსტერდამი, ვენეცია და ა.შ. რაც შეეხება საქართველოს, „ბიზნეს ინსაიდერის“ ვიდეოს მიხედვით, წყლით მხოლოდ კოლხეთის დაბლობი დაიფარება. ეს ყველაფერი ალბათ ჩვენს სიცოცხლეში არ მოხდება, მაგრამ მეცნიერები რეგულარულად პროგნოზირებენ მომავალს, რომელშიც დედამიწაზე მუდმივი ყინულები აღარ იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]