weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

Curiosity-მ მარსზე დიდი ოდენობით მეთანი დააფიქსირა

12:26 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

გასულ კვირას მავალმა Curiosity-მ მარსზე დიდი ოდენობით მეთანი დააფიქსირა. მისმა ლაზერულმა სპექტრომეტრმა გელის კრატერში მილიარდში მოცულობით (ppbv) 21 ნაწილი მეთანი აღნუსხა.

ზოგადად, მარსზე მეთანის მოცულობა 10 ppbv-ია. გამომდინარე აქედან, NASA გეგმავს გაარკვიოს, საიდან მოდის ამ რეგიონში მეთანის ასე მაღალი კონცენტრაცია.

მეთანის წარმოქმნა შეუძლიათ ცოცხალ ორგანიზმებს. შესაბამისად, მარსზე მეთანის წყაროს პოვნამ შეიძლება გვაპოვნინოს გზა, რომელიც გვეტყვის, არის თუ არა მიკრობული სიცოცხლე წითელი პლანეტის ექსტრემალურ გარემოში. მიუხედავად იმისა, არის თუ არა მარსის მეთანი ბიოლოგიური წარმოშობის, მისი წარმომავლობის გარკვევით უდავოდ რაღაც ახალს ვისწავლით ამ პლანეტის შესახებ.

NASA-ს წარმოებული მავალი 2012 წელს სწორედ ზემოთხსენებულ რეგიონში დაჯდა და მას შემდეგ „წითელ პლანეტას“ აქტიურად იკვლევს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]