weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

კაპუცინები თავიანთ „ქვის ხანაში“ იმყოფებიან

14:30 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

ბრაზილიაში, სერა და კაპივარის ეროვნული პარკის მიყრუებული ხეობების ბინადარი კაპუცინი მაიმუნები კაჟუს კაკლებს ხის ფესვებზე ან ქვებზე დებენ და კვარცის ქვებით ტეხენ. არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ისინი ამ ხელსაწყოებს სულ მცირე 3000 წელია რაც იყენებენ.

გარდა ამისა, უკვე 4000 წელია ქვის ასეთ ხელსაწყოებს იყენებენ კოტ დ’ივუარში გავრცელებული შიმპანზეებიც. შესაბამისად, ეს აღმოჩენა სულაც არ არის ყველაზე ძველი მტკიცებულება, რომელიც ადამიანების გარდა სხვა არსებების მიერ ხელსაწყოების გამოყენებაზე მიუთითებს, თუმცა კაპუცინი მაიმუნების (Sapajus libidinosus) შემთხვევაში მაინც არსებობს ერთი განსაკუთრებული გარემოება - დაახლოებით 450 თაობის განმავლობაში, ამ ზონის ბინადარმა მაიმუნებმა დროთა განმავლობაში თავიანთ იარაღები გარდაქმნეს.

ახალი არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს კაპუცინების სხვადასხვა ზომის 122 ქვის იარაღი. თითოეული მათგანი სხვადასხვა სიმყარის მქონე საკვების დანაწევრებისთვისაა განკუთვნილი. მკვლევართა განცხადებით, მართლაც საინტერესოა არქეოლოგიური გათხრების წარმოება პრიმატების იარაღების საპოვნელად, რაც მეტყველებს, რომ ადამიანები სულაც არ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელსაც დეტალური არქეოლოგიური ჩანაწერები გააჩნია.

აღმოჩენილი უძველესი ქვები, რომლებსაც მაიმუნები სხვადასხვა საკვების დასამტვრევად იყენებდნენ, შედარებით პატარა და მსუბუქია, თანაც ძლიერ არის დაზიანებული და ზედაპირზე არ აღენიშნება კაკლების კვალი. მკვლევართა აზრით, მაიმუნები მათ სხვა, უფრო პატარა საკვების მოსაპოვებლად იყენებდნენ, დიდ ქვებს კი - უფრო მყარი საკვების გასახსნელად.

კვლევის ავტორთა განცხადებით, ძნელია იმის გარკვევა მაიმუნების „ქვის ხანის“ იარაღების ეს ისტორია ამჟამად ბინადარ პოპულაციას ეკუთვნის თუ სხვადასხვა დროის სხვადასხვა პოპულაციებს. მაიმუნები რთულად ცვლიდნენ იარაღების ტექნიკას, იცვლებოდა მხოლოდ ქვის ზომა. მიუხედავად ქვის მარტივი იარაღების გამოყენების სულ მცირე 3000-წლიანი ტრადიციისა, ამ ტექნოლოგიას კაპუცინები სულ სხვადასხვა მიზნებისთვის მიმართავდნენ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]