ჰოლივუდის ოსკაროსანი მეგა ვარსკვლავები, მერილ სტრიპი და ნიკოლ კიდმანი სერიალ „დიდი პატარა ტყუილების“ შემდეგ კვლავ იმუშავებენ ერთად. სერიალ „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ ავტორი რაიან მერფი კომპანია „ნეტფლიქსისთვის“ გადაიღებს მიუზიკლს სათაურად „გამოსაშვები საღამო“ (The Prom), სადაც ხსენებულ დუეტთან ერთად არიანა გრანდე, ჯეიმს კორდენი და კიგან მაიკლ კი მიიღებენ მონაწილეობას.
სიუჟეტის მთავარი გმირი ლესბოსელი სკოლის მოსწავლეა, რომელიც ინდიანას შტატის კონსერვატიულ ქალაქში ცხოვრობს. მას და მის მეგობარ გოგონას სასწავლებლიდან გარიცხავენ, რა დროსაც ბროდვეის ვარსკვლავები გოგონას მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
ფილმი ამავე სახელწოდების მქონე ბროდვეის სასცენო მიუზიკლის მიხედვითაა, რომელსაც ახლახანს გამართულ ტონის დაჯილდოებაზე 7 ნომინაცია ერგო.