weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ექსკლუზიური ავტომობილის პრეზენტაცია არნოლდ შვარცენეგერმა გამართა

14:59 ხუთშაბათი, 26 იანვარი 2017

ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავი და კალიფორნიის ექს-გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი, მშობლიურ ავსტრიაში Mercedes-Benz G 350 მარკის მიხედვით შექმნილი ექსკლუზიური ელექტროავტომობილის პრეზენტაციაზე საგანგებოდ იმყოფებოდა.

ელექტრომანქანა ავსტრიულმა კომპანია Kreisel Electric-მა დაამზადა და მისი ჯერ-ჯერობით ერთადერთი ეგზემპლარი არსებობს. ძრავის ერთი დატენვით ავტომობილი 300 კმ-ს გადის, მისი მაქსიმალური სისწრაფე კი 183 კმ/სთ გახლავთ.

ავტომობილის პრეზენტაცია ავსტრიაში, ტიროლის მხარის ქალაქ კიცბიუელში გაიმართა.

„რკინის არნი“ შემთხვევით არ დაინტერესებულა აღნიშნული ელექტრომანქანით, რადგან იგი დიდი ხანია ჰაერის დაბინძურების პრობლემას ებრძვის. 69 წლის მსახიობი ლოს ანჯელესში „კრაიზელის“ პროტოტიპის ტესტ-დრაივს მოაწყობს და კომპანიასთან ერთობლივ მუშაობასა და ელექტროსაავტომობილო პროგრამის განვითარებას სამომავლოდაც გააგრძელებს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]