weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ჩარლის ანგელოზები“ ახალი ტრიოთი ბრუნდებიან

12:14 პარასკევი, 28 ივნისი 2019

ჰოლივუდში კიდევ ერთხელ გადაიღეს სატელევიზიო სერიალ „ჩარლის ანგელოზების“ (1976-1981) კინოვერსია. ახალ ფილმში აგენტ გოგონათა ტრიოს კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალინსკა ასრულებენ, რეჟისორი კი ელიზაბეტ ბენკსი გახლავთ, რომელიც ფილმშიც მონაწილეობს.

მძაფრსიუჟეტიან კომედიაში მაყურებელი ასევე იხილავს სემ კლაფლინს, ნოა სენტინეოს, პატრიკ სტიუარტსა და ჯიმონ ჰუნსუს. ფილმის პრემიერა ნოემბერში შედგება.

შეგახსენებთ, რომ ორიგინალი სერიალის გარდა „ჩარლის ანგელოზების“ ფრანშიზაში ასევეა 2011 წელს გამოსული 8 ეპიზოდისგან შემდგარი წარუმატებელი სერიალი და რეჟისორ მაკჯის გადაღებული, 2000 და 2003 წელს გამოსული პოპულარული დილოგია, ახალი ფილმი ერთდროულადაა მისი სიკველიც და ერთგვარი რიმეიქიც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]