weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ასტონ მარტინმა“ და „რედ ბულმა“ ჰიპერქარი Valkyrie წარმოადგინეს

13:05 შაბათი, 15 ივლისი 2017

კომპანიებმა, „ასტონ მარტინმა“ და „რედ ბულმა“ ჰიპერქარ Valkyrie-ს წინასასერიო ვერსია წარმოადგინეს. 1000 ცხენისძალაზე მეტი სიმძლავრის ჰიბრიდული ძალოვანი დანადგარის მქონე  ავტომოდელის გამოშვება 25 სარბოლო ვერსიითა და საგზაო მოდიფიკაციის 150 ეგზემპლარით იგეგმება.

„ასტონ მარტინისა“ და „რედ ბულის“ სიახლე მაშუქი ტექნიკით, ავტომობილის განივ ღერძზე დამონტაჟებული ცენტრალური „მწმენდელითა“  და დამატებითი აეროდინამიკური ელემენტებით გამოირჩევა: კოკპიტსა და წინა ბორბლების თაღებს შორის პლატფორმებმა მოჭიდების ძალის საგრძნობლად გაზრდის საშუალება მისცა. ჰიპერქარს უკუხედვის სარკეები არ გააჩნია, მათ ნაცვლად ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, რომელსაც გამოსახულება სახურავის წინა საყრდენების ბაზაზე დამონტაჟებულ დისპლეებზე გადააქვს. მასის ეკონომიისთვის Valkyrie-მ მჩატე შუქფარები და 70 მიკრონის სისქის ალუმინის ემბლემა მიიღო. ახალი ეტიკეტი ტრადიციულ ფრთიან ლოგოტიპზე 99.4%-ით მჩატეა.

Valkyrie-ს სალონი ორ ადამიანზეა გათვლილი, სავარძლები პირდაპირ მონოკოკზე მაგრდება. სალონში ჩასაჯდომი ფორმულა 1-ის ბოლიდს გვაგონებს: საზურგე დახრილია, ფეხები კი უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე ჩვეულებრივ საგზაო ავტომობილებში. გვერდითი და წინა მინები საუკეთესო ხილვადობისთვისაა შექმნილი. მძღოლის კონცენტრაცია რომ არ დაირღვეს,  მართვის ყველა ელემენტი მოსახსნელ საჭეზეა განთავსებული, გამონაკლისია ავარიული სიგნალიზაციისა და მუხრუჭის ღილაკები, რომლებიც სავარძლებს შორისაა განლაგებული.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]