weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

NASA-ს მეცნიერებმა შვიდი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლებზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს

15:45 ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017

22 თებერვალს NASA-ს დაკვეთით მომუშავე კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სპიცერის კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის ორბიტაში შვიდი პოტენციურად სასიცოცხლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს.

შვიდი ეგზოპლანეტიდან მიიჩნევა, რომ სამი მათგანი TRAPPIST-1-ის სისტემის ე.წ. სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს. ხსენებულ სამ პლანეტაზე, დიდი ალბათობით, თხევადი წყალი და შესაბამისად სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს.

დედამიწიდან 39 სინათლის წელით (12 პარსეკი, 370 პეტამეტრი) დაშორებული წითელი ჯუჯა ვარსკვლავი TRAPPIST-1, მზეზე ბევრად პატარა ულტრა-ცივი ვარსკვლავია, რომელიც მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]