weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„დისნეიმ“ ახალი ალადინი და ჟასმინი იპოვა

12:04 ორშაბათი, 17 ივლისი 2017

სტუდია „დისნეის“ მორიგ კინოზღაპარში, რომელიც კლასიკური ანიმაცია „ალადინის“ რიმეიქი იქნება, ალადინისა და ჟასმინის როლის შემსრულებელთა ვინაობა ცნობილი გახდა, მხიარულ ჯინს კი ჰოლივუდის ვარსკვლავი უილ სმიტი განასახიერებს.

„დისნეის“ ფილმისთვის მთავარი გმირების შემსრულებლებს დიდხანს არჩევდნენ, საბოლოო არჩევანი კი ნაკლებად ცნობილ ახალბედა მსახიობებზე შეჩერდა: ალადინის როლს ეგვიპტური წარმოშობის კანადელი მსახიობი მენა მასუდი შეასრულებს, ჟასმინისას კი - ბრიტანელი ნაომი სკოტი, რომელიც დედის მხრიდან ინდოელია.

„ალადინის“ კინოვერსიას, რომლის გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, აღიარებული შოტლანდიელი რეჟისორი გაი რიჩი გადაიღებს, სცენარის ავტორი კი ამერიკელი ჯონ ოგასტი იქნება, რომელიც რეჟისორ ტიმ ბარტონთან ხშირი თანამშრომლობითაა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ „ალადინის“ კინოვერსიით სტუდია „დისნეი“ აგრძელებს საკუთარი სრულმეტრაჟიანი კლასიკური ანიმაციების მხატვრულ ფილმად გარიმეიქებას. მოგეხსენებათ, აქამდე გამოსულმა მსგავსი ტიპის ფილმებმა (Maleficent, Cinderella, The Jungle Book, Pete’s Dragon, Beauty and the Beast) კომერციულ წარმატებას მიაღწიეს. „ალადინის“ გარდა მორიგი კინორიმეიქები კი „დამბო“ და „მეფე ლომი“ იქნება, რომლებსაც შესაბამისად, ტიმ ბარტონი და ჯონ ფავრო გადაიღებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]