weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გალაპაგოსის „ზღვის ლეკვები“

11:38 ოთხშაბათი, 19 ივლისი 2017

გალაპაგოსის კუნძულები, თავისივე სახელიდან გამომდინარე (galápago - კუ, ძვ. ესპანურად), პირველ რიგში გიგანტური კუს სახეობით, აგრეთვე ფლორისა და ფაუნის სხვადასხვა ენდემური სახეობებითაა ცნობილი, ესენია: იგუანა, ფრეგატი, პინგვინი, კიბორჩხალა, თუმცა არქიპელაგზე ასევე ბინადრობენ ზღვის ლომები, რომლებიც კუნძულებზე მოგზაურობისას ყველგან ხვდებიან ადამიანებს.

ამერიკელმა მოგზაურმა, ბლოგერმა და ფოტოგრაფმა კინარა ბოსუორთმა გალაპაგოსის კუნძულებზე ორი კვირა გაატარა და ზღვის ლომების ახალგაზრდა წარმომადგენლები ფოტოებზე აღბეჭდა. მისი თქმით, საკმაოდ მეგობრულ არსებებში განსაკუთრებით საყვარლები სწორედ ზღვის ლომების ლეკვები არიან, რომლებსაც ბოსუორთმა „ზღვის ლეკვები“ უწოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]