weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„ჰარლი-დევიდსონის“ კუბელი ფანატები

15:21 ოთხშაბათი, 19 ივლისი 2017

კუბაზე „ჰარლი-დევიდსონის“ მფლობელებს პატარა და განსაკუთრებული კლუბი აქვთ ჩამოყალიბებული. მიუხედავად წევრების, მოტოციკლებისა და მათი ნაწილების ნაკლებობისა, „ჰარლისტასის“ წევრები თავიანთ ტრანსპორტის შენახვას თვითნაკეთობის, გადაწყობის, ნოვატორული ჩარევისა და ერთგული სიყვარულის ხარჯზე კარგად ახერხებენ.

„მახსოვს ახალგაზრდობაში მათი ქუჩებში ჯირითი, მას შემდეგ ხუთი მოტოციკლი გამოვიცვალე. თითოეულ მათგანს ჩემთვის სიხარული და მწუხარება მოჰქონდა. ამ უნიკალური ხმის, გარეგნობისა და ელეგანტურობის მქონე ტრანსპორტი, მიუხედავად მათი ასაკისა, წარუშლელ კვალს ტოვებს მათზე, ვისაც ოდესმე ისინი გაუტარებია.“ - აცხადებს ადოლფო პრიეტო, რომელმაც თავისი პირველი „ჰარლი-დევიდსონი“ 1984 წელს შეიძინა.

კლუბის ერთადერთი ქალი წევრი, ადრიანა დომინგეს ლეონი, რომელიც 1945 წელს გამოშვებულ „ჰარლი-დევიდსონს“ მართავს, პროფესიით იურისტია. მისი სურვილია, რომ „თავისუფლების კუნძულზე“ ბევრმა ქალმა იაროს ამ მოტოციკლით.

აღსანიშნავია, რომ „ჰარლისტასის“ წევრი თვით ჩე გევარას ვაჟი, ერნესტო გევარა მარჩიცაა.

კლუბის თითოეული წევრისა და მათი მოტოციკლების ისტორიები მაქს კუკიმ შეაგროვა და წიგნად 2015 წელს გამოსცა, სათაურით - Cuban Harleys, Mi Amor, რომელსაც უდიდესი ფოტომასალა ახლავს თან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]