weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვენესუელელი მყვინთავი გინესის რეკორდსმენი მეორედ გახდა

16:09 ოთხშაბათი, 19 ივლისი 2017

ვენესუელელმა პროფესიონალმა მყვინთავმა კარლოს კოსტემ საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ერთი ჩასუნთქვით წყალქვეშ ყველაზე გრძელი მანძილი გაცურა.

41 წლის დაივერმა წყალქვეშ სუნთქვაშეკრულმა 177 მ გაცურა და 27 მეტრით გააუმჯობესა გინესის საკუთარი რეკორდი. საამისოდ კარლოს კოსტეს 3 წუთი და 5 წამი დასჭირდა.

რეკორდი ნიდერლანდების ანტილის კუნძულ ბონერზე არსებულ ქალაქ კრალენდეიკის სანაპიროზე შედგა. კარლოს კოსტემ მიღწევის გასაუმჯობესებლად მხოლოდ ლასტები, ცხვირის სამაგრი და სათვალე გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ კოსტეს რეკორდის ანალოგიურად ქალთა შორის მსოფლიო რეკორდი 154 მეტრის წყალქვეშ გაცურვით დაამყარა რუსმა მოდელმა, მსახიობმა და დაივერმა მარინა კაზანკოვამ, რომელსაც მაყურებელი იცნობს რუსული ტელესერიალიდან „საბრალო ნასტია“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]