სერიალის სიუჟეტი ალტერნატიულ სამყაროში განვითარდება, სადაც მესამე ამერიკული სამოქალაქო ომის შედეგად, სამხრეთის შტატები წარმატებით გამოეყვნენ კავშირს და საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოს, სადაც მონობა არასდროს გაუქმებულა.
აღსანიშნავია, რომ სერიალის სიუჟეტმა უკვე გამოიწვია კამათი და უარყოფითი კრიტიკა ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში.
სცენარისტი დევიდ ბენიოფი აღნიშნავს, რომ ამ პროექტზე უკვე წლებია რაც ფიქრობს, თუმცა თავიდან ფილმის სახით წარმოედგინა, მაგრამ „სატახტოთა თამაშზე“ მუშაობამ დაარწმუნა, რომ ვერავინ ყვება ამბავს იმაზე კარგად, ვიდრე HBO.
პროექტზე მუშაობას სცენარისტთა დუეტი „სატახტოთა თამაშის“ დასრულებისთანავე დაიწყებს.