გავრცელებული ინფორმაციით, ბილ კლინტონი და ჯეიმს პატერსონი მიმდინარე კვირაში შეხვედრებს მართავენ ჰოლივუდის ისეთ ტოპ-პროდიუსერებსა და რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ჯ.ჯ. აბრამსი, სტივენ სპილბერგი, ჯორჯ კლუნი და ა.შ., რათა რომანის კინოადაპტაციის უფლებები გაასხვისონ.
გამოუქვეყნებელი თრილერი რომანის სიუჟეტი დაწვრილებით ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ იგი საიდუმლო სამსახურის მიერ პრეზიდენტის გატაცებასა და ისეთი საიდუმლო მასალების შესახებაა, რაც მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტმა იცის.