ხის ვეტა - ახალი ზელანდიის ენდემური მწერის, ვეტას მრავალი სახეობა ერთი შეხედვით გიგანტურ კალიას მოგაგონებთ, თუმცა მისგან განსხვავებით, საბედნიეროდ ვერ დახტის. ხის ვეტას სისხლი შეიცავს განსაკუთრებულ ცილას, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას. ამის გამო ის
მედუზა Turritopsis nutricula - მედუზის პატარა სახეობა შეიძლება ერთადერთ „უკვდავ“ არსებად მივიჩნიოთ დედამიწის ზურგზე. სქესმწიფობის მიღწევის შემდეგ, ის კვლავ პოლიპის საწყის სტადიას უბრუნდება და შემდეგ ხელახლა იწყებს სიმწიფეს, და ასე უსასრულოდ.
პოგონოფორი რიფტია - სიმბიოზური ბაქტერიებით მკვებავი ორმეტრიანი მილისებრი მატლები ოკეანის სიღრმეში სულდგმულობენ, სადაც წნევა 260 ატმოსფეროა.
ნელამავალი - არსება, რომლის ზომა ნახევარი მილიმეტრია, ზღვაში, მტკნარ წყალში, ხავსსა და ნიადაგში ბინადრობს. მას შეუძლია -100 და +150 გრადუს ცელსიუსზე სიცოცხლე, ასევე 10 წელიწადს უწყლოდ გაძლება და არ ვნებს რადიაცია.
ორგვარადმსუნთქავი თევზი - ჩვენს პერიოდამდე მოღწეული თევზის ერთადერთი სახეობა, რომელსაც ფილტვები გააჩნია და სუნთქავს როგორც ლაყუჩებით, ასევე ფილტვებით. ამფიბიიისა და თევზის მსგავსი არსება გვალვის დროს სიკვდილის ნაცვლად ტალახში იძინებს და დროებით ძილს ეძლევ
ბაქტერია Deinococcus radiodurans - ბაქტერია, რომელიც ნებისმიერ რადიაციას უძლებს, ისეთ ნივთიერებებს წარმოქმნის, რომელიც ჭრილობებს კურნავს. არსებობს თეორია მის არამიწიერ წარმოშობაზეც.
ტარაკანა - ტარაკნებს თავის გარეშე კვირაც კი შეუძლიათ იცოცხლონ, ამის მიზეზი ისაა, რომ თავის ტვინის დაკარგვისას ნერვული სისტემის ძირითად ფუნქციებს ასრულებს განგლიონები - ნერვულ უჯრედთა ერთობლიობა, რომელიც მწერის მთლიან ტანზეა განთავსებული.