weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„იაგუარით“ შესრულებული ტრიუკი გინესის რეკორდებში მოხვდა

10:55 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017

პროფესიონალი კასკადიორი ტერი გრანტი მეორედ გახდა გინესის რეკორდსმენი. ბრიტანელმა პილოტმა ამჯერად „იაგუარის“ მოდელით E-Pace ე.წ. კასრის ტრიუკი შეასრულა და ავტომობილი ჰაერში ნახტომისას 270-იანი გრადუსით გადააბრუნა.

რეკორდი ლონდონში შედგა. ტერი გრანტმა 15.3 მ სიგრძის მანძილზე შეასრულა ტრიუკი, როდესაც ტრანსპორტი ჰაერში გადატრიალდა და ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადახტომით განაგრძო სვლა. ცნობილი ტრიუკი ჯეიმს ბონდზე შექმნილ ფილმშიცაა - The Man with the Golden Gun.

პოტენციურად საშიში და შესასრულებლად რთული ტრიუკისთვის ტერი გრანტი რამდენიმე თვე ემზადებოდა.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეკორდი ტერი გრანტისთვის და „იაგუარისთვის“ პირველი არაა. 2015 წელს გერმანიაში მან ე.წ. წრიდან წრემდე ტრიუკი შეასრულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]