weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩერნობილის კატასტროფის შესახებ მინი-სერიალი გამოვა

14:01 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017

ამერიკული ტელეარხი HBO და ევროპის უმსხვილესი საკაბელო არხი Sky Television ჩერნობილის კატასტროფის შესახებ ხუთი ეპიზოდისგან შემდგარ მინი-სერიალს გადაიღებს.

სერიალ „ჩერნობილის“ სცენარი კრეიგ მაზინმა დაწერა, რომელიც კომედიური ფილმებითაა ცნობილი. რეჟისორი კი იოჰან რენკი იქნება, რომელსაც უმუშავია ისეთ სერიალებზე, როგორებიცაა: Breaking Bad, The Walking Dead, Vikings.

ბრიტანელი მსახიობი ჯარედ ჰარისი სერიალში საბჭოელ ქიმიკოს მეცნიერ ვალერი ლეგასოვს განასახიერებს, რომელიც ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოძიების კომისიის წევრი გახდა. არაორგანული ქიმიის სპეციალისტმა ავარიის ადგილზე ორი კვირის ნაცვლად ოთხი გაატარა და რადიაცია მიიღო, რამაც ჯანმრთელობა შეურყია. მოკლე დროში ლეგასოვი საიდუმლო ინფორმაციების გამავრცელებლად შეირაცხა, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრობა დაკარგა, კატასტროფიდან ორი წლის შემდეგ კი იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს, თუმცა არსებობს მისი მკვლელობის ვერსიაც.

„ჩერნობილის“ გადაღებები მომავალ წელს ლიტვაში დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]