ფესტივალზე ღონისძიებები მოიცავდა შოპინგს, გართობას, პრეზენტაციებს, ატრაქციონებსა და მუსიკალურ საღამოებს.
ბრიტანელი ფანტასტი მწერლის, ჰერბერტ უელსის ნაწარმოებებით შთაგონებული ფესტივალის მონაწილეებისთვის ჟანრი სტიმპანკი ნოსტალგიაა იმისა, რაც არასოდეს ყოფილა.
სტიმპანკი (ინგლისურად: Steam - ორთქლი, Punk - პანკი) სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრია, რომელიც მე-19 საუკუნის ვიქტორიანული ეპოქის ტექნოლოგიით, ორთქლზე მომუშავე ტექნიკასა და აღნიშნული პერიოდისთვის დამახასიათებელ დიზაინს მოიცავს. სტიმპანკი, როგორც მიმართულება, ფართოდ გამოიყენება ალტერნატიული ისტორიის ჟანრის მქონე ნაწარმოებებსა და ფილმებში.