აღნიშნული ფინანსური მოგებით, რეჟისორ ფრენსის გარი გრეის მძაფრსიუჟეტიანმა ფილმმა, რომლის ბიუჯეტი 250 მილიონი დოლარია, „ვარსკვლავური ომების“ მე-7 ეპიზოდის მიერ გასულ წელს დამყარებული რეკორდი (529 მილიონი $) გააუმჯობესა.
მე-8 სერიაში, სათაურით - The Fate of the Furious, ძველ ნაცნობ გმირებს ახალი პერსონაჟები შეემატნენ, რომელთა როლებს სკოტ ისტვუდი და ორი ოსკაროსანი ქალი ვარსკვლავი, შარლიზ ტერონი და ჰელენ მირენი ასრულებენ.
კინოკომპანიამ Universal Pictures, უკვე დააანონსა, რომ „ფორსაჟის“ სერიულობა მე-9 და მე-10 ფილმებით გაგრძელდება, რომლებიც შესაბამისად, 2019 და 2021 წელს გამოვა. ამის გარდა ფრანშიზას ახალი, ე.წ. სპინ-ოფი ფილმიც შეემატება, რომლის სიუჟეტიც მხოლოდ ორი კონკრეტული პერსონაჟის ირგვლივ განვითარდება, რომელთა როლებს კინოსერიებში დუეინ ჯონსონი და ჯეისონ სტეტჰემი ასრულებენ.