„მე მყავდა არაჩვეულებრივი მშობლები, რომლებმაც სწორად აღმზარდეს, მადლობა მათ ყველაფრისთვის. როდესაც 20 წლის ასაკში ლოს ანჯელესში გადასვლა გადავწყვიტე, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს დღე დადგებოდა“. - განაცხადა 37 წლის მსახიობმა.
ქრის პრატი პოპულარული ბოლო წლებში გახდა, მას შემდეგ, რაც მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: „გალაქტიკის მცველები“, „იურული პერიოდის სამყარო“, „შესანიშნავი შვიდეული“ და „მგზავრები“.