weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ფეისბუქი“ მომხმარებლის პირად ცხოვრებას ხელოვნური ინტელექტით დაიცავს

12:34 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

უმსხვილესი სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ ხელოვნურ ინტელექტს ქმნის, რომელიც მომხმარებლის პირად ცხოვრებას დაიცავს. ახალი ფუნქციის დახმარებით, პირადი ცხოვრების ფოტოების უნებართვოდ გავრცელება საგრძნობლად შეიზღუდება.

ჯერ კიდევ აპრილში „ფეისბუქმა“ ფოტოების დასმენის ფუნქცია შეიმუშავა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, შეუსაბამო ფოტოები დაასმინონ (მიუხედავად იმისა, არიან თუ არა თვითონ მონიშნულები.) დასმენის შემდეგ შინაარსი განიხილება და თუ ის მართლა არღვევს „ფეისბუქის“ სტანდარტებს, იშლება, ხოლო გამავრცელებელი პროფილი შეიძლება დაიბლოკოს. ​

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროგრამა თავადვე დააფიქსირებს პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს და მათ დასმენის გარეშე წაშლის ან უბრალოდ მომხმარებელს მისი ატვირთვის უფლებას არ მისცემს.

​ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ „ფეისბუქის“ სივრცეში არ იქნება აქტიური. მისი ფუნქციონირება მესენჯერსა და „ინსტაგრამზეც“ გავრცელდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]