weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ფინელმა მეცნიერებმა ელექტროსაკვები შექმნეს

15:34 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

ფინელმა მკვლევარებმა განახლებადი ენერგიის სისტემის გამოყენებით შექმნეს ერთუჯრედიანი ცილის ჯგუფი, რომელიც იმდენად ნოყიერია, რომ შესაძლებელია მისი საკვებად გამოყენება.

სინთეტიკური საკვები პროექტის სახელად Food From Electricity (საკვები დენისგან) ფარგლებში შეიქმნა. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ ფინეთის ლაპარეენრატის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი (VTT).

მას შემდეგ, რაც ნედლი მასალა ელექტროლიზისთვის ბიორეაქტორში მოათავსეს, პროცესის შედეგად წარმოიქმნა ფხვნილი, რომელიც შედგება 50%-ზე მეტი ცილებისა და 25% ნახშირწყლებისაგან. ტექსტურის შეცვლა ასევე შესაძლებელია წარმოებაში გამოყენებული მიკრობების შეცვლის გზით.

VTT-ის წამყვანი მეცნიერის, იუჰა-პეკა პიტკანენის განცხადებით, შემდეგი ეტაპი იქნება სისტემის ოპტიმიზება, რადგან ამჟამად ყავის ფინჯნის ზომის ბიორეაქტორს ერთი გრამი ცილის წარმოსაქმნელად დაახლოებით ორი კვირა ესაჭიროება.  მისი პროგნოზით, სისტემის ეფექტიანობის გაზრდა ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით ათ წელიწადში. 

ელექტროდენითა და სხვა ფართოდ ხელმისაწვდომი ნედლი მასალებისაგან დამზადებული საკვების პოტენციური გავლენა უზარმაზარია. პირველ რიგში სავარაუდოდ აღსანიშნავია იმ არეალში მცხოვრები მშიერი ხალხის გამოკვება და საკვები წყაროებით უზრუნველყოფა, სადაც შეუძლებელია სასოფლო-სამეურნეო წარმოება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]