ჯონ გუდმენის ყველაზე დასამახსოვრებელი კინოროლი პერსონაჟი უოლტერ სობჩაკია 1998 წლის ფილმიდან „დიდი ლებოვსკი“, ამიტომაც ჯეფ ბრიჯესმა ძველი მეგობრისა და საეკრანო პარტნიორის საქებრად სიტყვები არ დაიშურა და პერსონაჟ ლებოვსკის მანერით ისაუბრა 64 წლის მსახიობზე.
„ის კარგი მსახიობია, ის კარგი ადამიანია, ეს ჯონ გუდმენია, ის ერთ-ერთი ჩვენგანია, უყვარს ბუნება და სამსახიობო თამაში. მომავალი შოუმენი, ის სხვადასხვა დროს ჩნდებოდა სცენებზე ლოს ანჯელესიდან ნიუ იორკამდე, ბროდვეიზეც სხვათა შორის და მონაწილეობდა უცნაურ ფილმებში. ის ცხოვრობდა ისე, როგორც მანამდე ბევრი ადამიანის უმრავლესობა. ის თავის დროის ადამიანია, ის ჩვენი დროის ადამიანია, ის ლეგენდა გახდა.” - აღნიშნა ჯეფ ბრიჯესმა.
ჯონ გუდმენი ოქროს გლობუსზე 5-ჯერ იყო წარდგენილი და ჯილდო ერთხელ მოიპოვა ტელესერიალით - Roseanne. მსახიობი ძირითადად მეორეხარისხოვანი როლებითაა ცნობილი, აღიარება კი მოუტანა ძმები კოენების ფილმებში შესრულებულმა კინოროლებმა: Barton Fink და The Big Lebowski.