weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

2016 წლის გრემის დაჯილდოება პოპ-მუსიკოს ადელის ტრიუმფით დასრულდა

11:27 ორშაბათი, 13 თებერვალი 2017

12 თებერვალს ლოს ანჯელესში მდებარე „სტეიპლს ცენტრმა“ უპრესტიჟულეს მუსიკალურ დაჯილდოების, გრემის რიგით 59-ე ცერემონიას უმასპინძლა, სადაც ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა ყველაზე მეტი, ხუთი ჯილდოს მოპოვება შეძლო.

28 წლის მუსიკოსმა გრემის ჯილდოები წლის საუკეთესო ალბომისთვის (25), წლის საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომისთვის (25), წლის საუკეთესო პოპ-სოლო შესრულებისთვის (“Hello“), წლის საუკეთესო სიმღერისთვისა (“Hello”) და წლის საუკეთესო ჩანაწერისთვის (“Hello”) მოიპოვა. ამრიგად, გრემის სამივე უმთავრესი ჯილდო: წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ალბომი, სწორედ მას ერგო. ადელს ჯამში 15 გრემის ჯილდო დაუგროვდა, რომლებიც მან რვაწლიან ინტერვალში მოიპოვა.

წლის საუკეთესო ვიდეოკლიპად ბიონსეს სიმღერის “Formation” მუსიკალური ვიდეო დასახელდა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]