ცნობილია National Geographic-ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის 2017 წლის ფოტოკონკურსის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომლებიც 15 000-ზე მეტი კონკურსანტიდან აარჩიეს.
კონკურსის გრან-პრი მექსიკელ სერხიო ტაპირო ველასკოს გადაეცა, რომელმაც ვულკანზე დაცემული ელვის შთამბეჭდავი ფოტოკადრი გადაიღო. მან აგრეთვე გაიმარჯვა ნომინაციაში - ბუნება.
გამარჯვებულს, მეორე ადგილზე გასულსა და მესამეადგილოსანს შესაბამისად 2500 $, 750 $ და 500 $ გადაეცათ. გრან-პრის მფლობელი ასევე გაემგზავრება გალაპაგოსის არქიპელაგზე National Geographic-ის ექსპედიციებში.
ბუნება - I ადგილი: რანჩო დე აგირე, კოლიმა, მექსიკა
ბუნება - II ადგილი: ოინუკაკე, მიიაგი, იაპონია
ბუნება - III ადგილი: ნიანგები რიო ტარკოლესში, კოსტა რიკა
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.