weather cur horoscope tv
მაისი 06, 2021

ირანელი მსახიობი ტრამპის მიერ ვიზებზე დაწესებული შეზღუდვების გამო ოსკარებს ბოიკოტს უცხადებს

11:39 პარასკევი, 27 იანვარი 2017 hits 1556

ირანელი კინომსახიობი თარანე ალიდუსტი, რომელიც ქალის მთავარ როლს ასრულებს ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში წარდგენილ ირანულ ფილმში, კინოაკადემიის ჯილდოს ბოიკოტს უცხადებს. ამის მიზეზად 33 წლის მსახიობმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ვიზებზე მიღებული შეზღუდვები დაასახელა.

„ტრამპის მიერ ირანელებისთის ვიზის აკრძალვა რასისტულია. მიუხედავად იმისა, იქნება ეს კულტურული ღონისძიება თუ არა, მე არ დავესწრები 2017 წლის კინოაკადემიის დაჯილდოებას.“ - წერს ირანელი მსახიობი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, სადაც მის განცხადებას უდიდესი რეზონანსი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გეგმის მიხედვით, ირანის, სირიის, ერაყის, სუდანის, ლიბიის, სომალისა და იემენის მოქალაქეებს აშშ-ის ვიზას აღარ მისცემენ და მათ შესაბამისად, ქვეყანაში შესვლის უფლება აღარ ექნებათ.

გამოჩენილი ირანელი რეჟისორის, ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში ერთხელ უკვე გამარჯვებული ასღარ ფარჰადის სოციალური დრამა „გაყიდვების აგენტი“ (The Salesman) წლევანდელ ოსკარზე იგივე კატეგორიაში ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მის გარდა ოსკარის მოპოვებას ავსტრალიური (Tanna), გერმანული (Toni Erdmann), დანიური (Land of Mine) და შვედური (A Man Called Ove) ფილმები შეეცდებიან. ირანულმა ფილმმა უკვე მოახერხა პრესტიჟული ჯილდოების მოპოვება - 2016 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვისა და საუკეთესო სცენარისთვის, შესაბამისად შაჰაბ ჰოსეინი და ასღარ ფარჰადი დაჯილდოვდნენ.

რაც შეეხება ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიალს, ის 26 თებერვალს, ტრადიციულად ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გაიმართება, მისი წამყვანი კი ცნობილი ამერიკელი კომიკოსი და ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]