weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ემი ადამსს ჰოლივუდის ბულვარში ვარსკვლავი გაუხსნეს

12:02 პარასკევი, 13 იანვარი 2017

ოსკარის ხუთგზის ნომინანტ მსახიობს, ემი ადამსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. საზეიმო ცერემონიაზე 42 წლის მსახიობი მეუღლესთან, შვილთან და მეგობრებთან, რეჟისორ დენი ვილნევსა და მსახიობ ჯერემი რენერთან ერთად მივიდა.

ემი ადამსმა დენი ვილნევის 2016 წელს გამოსული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმით Arrival, სადაც მას პარტნიორობას ჯერემი რენერი უწევს, სხვადასხვა კინოდაჯილდოვებებზე უკვე მოიპოვა ნომინაციები ქალის მთავარი როლისთვის და ოსკარის მოახლოებულ დაჯილდოებაზეც ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება. მსახიობის კიდევ ერთი 2016 წელს გამოსული ფილმი Nocturnal Animals, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა კინოდაჯილდოებების პრესტიჟულ კონკურენციაში.

ემი ადამსმა ოსკარის ნომინაციები აქამდე მოიპოვა ფილმებით: Junebug, Doubt, The Fighter, The Master და American Hustle. რაც შეეხება ოქროს გლობუსს, მსახიობი აქ შვიდჯერ წარადგინეს და ორჯერ გამარჯვებაც შეძლო, ფილმებით - American Hustle და Big Eyes.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]