ბერტ რეინოლდსი ჰან სოლოს როლში: 70-იანი წლების ერთ-ერთი პოპულარული და მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი ამჟამად ძალიან ნანობს საკულტო პერსონაჟის შესრულებაზე უარის თქმას. ვეტერანმა მსახიობმა ასევე ინანა ჯეიმს ბონდის როლზე უარის თქმა.
მეგ რაიანი ვივიანის როლში: მსახიობს აღნიშნული როლი სექსისტურად ეჩვენა, ისევე როგორც უინონა რაიდერსა და დერილ ჰანას. სამაგიეროდ ჯულია რობერტსისთვის სავიზიტო ბარათად ქცეული როლი უდიდესი პოპულარობისა და აღიარების მომტანი გამოდგა.
მიშელ პფაიფერი კლარის სტერლინგის როლში: „კრავთა დუმილი“ მსახიობს საკმაოდ მძიმე, ძალადობრივი და ბნელი მოეჩვენა, რამაც გზა ჯოდი ფოსტერს გაუხსნა, რომელსაც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ კინოპერსონაჟად მიჩნეულმა როლმა მეორე ოსკარი მოუტანა.
კევინ კოსტნერი ენდი დუფრეინის როლში: როლის შეთავაზებისას კევინ კოსტნერი არჩევანის წინაშე დადგა, ან „გაქცევა შოუშენკიდან“ უნდა აერჩია, ან - „წყლის სამყარო“. საბოლოოდ ყველაფერი როგორ დასრულდა, რას მიაღწია ორივე ფილმმა, რა შეფასებები დაიმსახურა და რა ადგილი
დევიდ შვიმერი აგენტ ჯეის როლში: სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი დიდი ფილმოგრაფიით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. მან ამ როლშიც ვერ დაინახა პოტენციალი და იგი უილ სმითს გადაულოცა.
დანა დილეინი კერი ბრედშოუს როლში: მსახიობი სერიალში მიიწვიეს, მან კი სექსის თემატიკის მქონე პროექტში თამაში იუარა. დანა დილეინი მწარედ მოტყუვდა, რადგან სარა ჯესიკა პარკერის გმირი საკმაოდ პოპულარული და მისაბაძიც კი გახდა.
შონ კონერი გენდალფის როლში: კეთილი ჯადოქრის როლი თავდაპირველად შონ კონერის შესთავაზეს, რომელმაც უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ წიგნი წაკითხული არ ჰქონდა და სცენარიდანაც ბევრი ვერაფერი გაიგო. „ბეჭდების მბრძანებელში“ იან მაკკელენი აიყვანეს, რომლისთვის გენდა
დენიელ დეი-ლუისი არაგორნის როლში: პიტერ ჯექსონმა არაერთხელ სთხოვა ირლანდიელ კინოვარსკვლავს ეთამაშა არაგორნი, თუმცა მსახიობმა, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ ფილმებს დიდი სიფრთხილით ირჩევს, რეჟისორი შვიდჯერ გაისტუმრა უარით.
ლეონარდო დიკაპრიო ანაკინ სკაიუოკერის როლში: ცნობილია, რომ ჰოლივუდის სუპერვარსკვლავს არ უყვარს ისეთი ფილმები, რომლებითაც ოსკარის მოსაპოვებლად ვერ იბრძოლებს, მითუმეტეს - ფანტასტიკური ბლოკბასტერები. დიკაპრიოს ნაცვლად „ვარსკვლავური ომების“ მე-2 ეპიზოდში საკვა
ჰიუ ჯეკმანი ჯეიმს ბონდის როლში: პირს ბროსნანის შემდეგ აგენტ 007-ის სმოკინგის მორგების პირველი კანდიდატი ავსტრალიელი ჰიუ ჯეკმანი იყო, რომელმაც უარი იმის შიშით განაცხადა, რომ ჯეიმს ბონდის როლი მის სამსახიობო შესაძლებლობებს შეზღუდავდა და სამომავლოდ მის კარიე