BBC-ის გახმაურებულ სერიალ „შერლოკის“ ახალ, მეოთხე სეზონს დიდ ბრიტანეთში ახალი წლის ღამეს საკმაოდ დიდი მაყურებელი ჰყავდა. 1-ელ იანვარს ახალი სეზონის პირველ სერიას 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა, რაც მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს. ამ მონაცემების პარალელურად კი დედოფალ ელისაბედ II-ის მიმართვა მხოლოდ 7.7 მილიონმა ადამიანმა ნახა.
მიუხედავად ამისა, „შერლოკის“ ახალი ეპიზოდი ბრიტანულ საახალწლო ტელეეთერში რეიტინგის მეორე ადგილზე განთავსდა. პირველი პოზიცია ფოიერვერკებს ერგოთ, რომელსაც 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიადევნა თვალი.
შეგახსენებთ, რომ უპოპულარულესი სერიალი „ბი-ბი-სის“ ეთერში 2010 წლიდან გადის და მას მთელ მსოფლიოში უამრავი მაყურებელი ჰყავს.