weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კეიტ ბლანშეტი „კომედიის დედოფლის“ როლს შეასრულებს

16:38 ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017

კომპანია „ამაზონი“ ჰოლივუდის ლეგენდარულ კომედიურ მსახიობზე, ლუსილ ბოლზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს სათაურად „ლუსი და დეზი“, სადაც „კომედიის დედოფლად“ აღიარებულ მსახიობს ოსკაროსანი კეიტ ბლანშეტი განასახიერებს.

ფილმის რეჟისორის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, სცენარის ავტორი ოსკაროსანი აარონ სორკინი გახლავთ, პროდიუსერები კი თავად ლუსილ ბოლის შვილები არიან.

ბიოპიკის სიუჟეტი კომიკოსი მსახიობის ცხოვრების 50-იანი წლების შესახებ იქნება, როდესაც ლუსილ ბოლმა ცნობილ სიტკომებში ითამაშა. ემის ჯილდოზე იგი 13-ჯერ იყო ნომინირებული, სადაც ოთხჯერ გაიმარჯვა, ოქროს გლობუსზე კი ექვსჯერ წარადგინეს, თუმცა ჯილდო მხოლოდ დამსახურებული კარიერისთვის მისცეს. ლუსილ ბოლი 1940-1960 წლებში კომიკოს მსახიობ დეზი არნაზზე იყო დაქორწინებული, რომელთან ერთადაც ცნობილი სატელევიზიო დუეტიც შექმნა.

რაც შეეხება კეიტ ბლანშეტს, მისთვის ბიოგრაფიული ფილმები, მითუმეტეს ჰოლივუდის კლასიკური პერიოდის ვარსკვლავის როლის თამაში უცხო არ არის - ავსტრალიელმა მსახიობმა პირველი ოსკარი მარტინ სკორსეზეს ბიოგრაფიულ დრამა „ავიატორში“ შესრულებული კეტრინ ჰეპბერნის როლისთვის მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]