weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხავიერ ბარდემი და ჯენიფერ ლოურენსი დარენ არონოვსკის ფსიქოლოგიურ თრილერში

17:01 ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017

საავტორო კინოთი ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი დარენ არონოვსკი საყვარელ ჟანრს დაუბრუნდა - ახალ ფსიქოლოგიურ თრილერში სათაურით „დედა!“, მთავარ როლებს ოსკაროსანი დუეტი, ხავიერ ბარდემი და ჯენიფერ ლოურენსი ასრულებენ.

ფილმის სიუჟეტის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ახლახანს გამოქვეყნებული ტრეილერიდან ჩანს, რომ მშვიდობიანი წყვილის ოჯახურ იდილიას დაუპატიჟებელი უცნობი ადამიანები არღვევენ.

ფილმში, რომელიც ვენეციის მოახლოებული კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია ჩართული, ასევე მონაწილეობენ ჰოლივუდის ვეტერანები, მიშელ პფაიფერი და ედ ჰარისი, აგრეთვე დონალ და ბრაიან გლისონები და კრისტენ უიგი. მისი მსოფლიო პრემიერა 15 სექტემბერს გაიმართება.

დარენ არონოვსკისთვის უჩვეულო, მაღალბიუჯეტიანი ეპიკური ბიბლიური კინოპროექტის, „ნოეს“ საყოველთაო უარყოფითი კრიტიკისა და ჩავარდნის შემდეგ, რეჟისორი საშინელებათა ჟანრის ელემენტებით გაჯერებული სურათის წყალობით შეეცდება მაყურებელთა და კინოკრიტიკოსთა გულების ხელახლა მოგებას, რადგან წინასწარი პროგნოზებით „დედა!“ უკვე მოიაზრება წლევანდელი კინოჯილდოების მოპოვების კანდიდატ ფილმად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]