9 წლის ბიჭუნამ, რომელიც საკუთარ თავს „გალაქტიკის მცველს“ უწოდებს, წერილში აღნიშნა, რომ მას უცხოპლანეტელებზე ყველა ფილმი აქვს ნანახი, ვიდეოთამაშებში ძლიერია და მიუხედავად მცირე ასაკისა, მზადაა პლანეტის დამცველი გამხდარიყო.
წერილი ჯეკის ოჯახის მეგობრის წყალობით სოციალურ ვებგვერდ Reddit-ზე მოხვდა, შემდეგ კი NASA-მდე მიაღწია, რომელმაც ბიჭუნას საპასუხო წერილი „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
ჯეკ დევისისთვის პასუხი NASA-ს პლანეტის უსაფრთხოებისა და დაცვის ოფიცერმა ჯეიმს ლ. გრინმა დაწერა. წერილში 9 წლის ბიჭუნას სამსახურით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადეს, პლანეტის დაცვის მნიშვნელობა განუმარტეს და აუხსნეს, რომ კარგად სწავლის შემთხვევაში ერთ დღეს შესაძლოა პატარა „გალაქტიკის მცველი“ მართლა გახდეს აღნიშნულ პოზიციაზე სააგენტოს თანამშრომელი.