weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2019

დუბროვნიკი - ქალაქი სადაც „სატახტოთა თამაშია“ გადაღებული

14:05 ხუთშაბათი, 12 იანვარი 2017 hits 2285

ხორვატიის ისტორიული ქალაქი დუბროვნიკი ხმელთაშუაზღვისპირეთში ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ბოლო პერიოდში კი დალმაციის მხარეში არსებული ქალაქის მიმართ საყოველთაო ინტერესი პოპულარულმა ფანტასტიკურმა სერიალმა „სატახტოთა თამაშმა“ კიდევ უფრო გაზარდა, რადგან სერიალის გარკვეული სცენები სწორედ დუბროვნიკშია გადაღებული.

დუბროვნიკი, რომელიც 1979 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს, ტელეარხ HBO-ს სერიალში სამეფო დედაქალაქის სცენების შესაქმნელადაა გამოყენებული.

ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქში გადაღებული ფოტოები და მათზე დატანილი სერიალის კადრები პოლონელმა ფოტოგრაფმა მაცეი გოდლევსკიმ გაავრცელა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]