ალისტერ მალზერი, ეკოლოგი ქვინსლენდის ცენტრალური უნივერსიტეტიდან, აცხადებს, რომ ველურ ბუნებაში ამ ძუძუმწოვარზე დაკვირვების 20 წლიან პერიოდში თეთრი კოალა არასოდეს უნახავს. მისი თქმით, ველურ ბუნებაში თეთრ კოალას შენიღბვა გაუჭირდება და ადვილად გახდება მტაცებელი ფრინველების მსხვერპლი.
ვეტერინარების ინფორმაციით, თეთრი ბეწვი კოალას დროთა განმავლობაში, ზრდასთან ერთად გასცვივდება და მუქი ფერის ბეწვით დაიფარება.
ავსტრალიაში კოალას გეოგრაფიული გავრცელების არეალი დაახლოებით მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს. ველურ ბუნებაში ეს ცხოველი 13-დან 18 წლამდე ცოცხლობს. 2012 წელს ავსტრალიის მთავრობამ ქვინსლენდის და ახალი სამხრეთ უელსის ბინადარი კოალები მოწყვლადი სახეობების სიაში შეიყვანა.