ფილმი დაფუძნებული იქნება ბიოგრაფიული ნაწარმოებებით სახელგანთქმულ მწერალ უოლტერ აიზეკსონის წიგნზე, რომლის შექმნაშიც მწერალმა და ვინჩის ჩანაწერები გამოიყენა.
ლეონარდო დიკაპრიო კინოპროექტში მთავარი როლის შემსრულებლის გარდა ფილმის პროდიუსერიც იქნება, საკუთარი კინოკომპანია Appian Way-ს თანაპროდიუსერ ჯენიფერ დევისონთან ერთად.
რეჟისორის ვინაობა, აგრეთვე ფილმის გადაღებებისა და გამოსვლის თარიღები ჯერ-ჯერობით უცნობია.