weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბრაიან სინგერმა ფილმში როკ-ჯგუფ Queen-ის შემადგენლობა ჩამოაყალიბა

11:39 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

ფრედი მერკურის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის „ბოჰემური რაფსოდიის“ გადაღებები სექტემბერში დაიწყება, მანამდე კი რეჟისორმა ბრაიან სინგერმა ლეგენდარულ როკ-ჯგუფ Queen-ის წევრების როლებზე მსახიობები დაამტკიცა.

გიტარისტ ბრაიან მეის როლს ახალბედა ბრიტანელი მსახიობი გვილიმ ლი შეასრულებს, მისნაირად ჯერ-ჯერობით უცნობი ახალგაზრდა ბრიტანელი ბენ ჰარდი დრამერ როჯერ ტეილორად გარდაისახება, ბასისტ ჯონ დიკონს კი ჯოზეფ მაზელო განასახიერებს. რაც შეეხება თავად ფრედი მერკურის კინოსახეს, მას სერიალ „მისტერ რობოტის“ ვარსკვლავი რამი მალექი შექმნის.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ ჯგუფ Queen-ის ქარიზმატულ სოლისტზე ბიოგრაფიული ფილმის წარმოება თითქმის ათი წელი მიმდინარეობდა. თავდაპირველად რეჟისორად გამოცდილი სტივენ ფრირზი, ფრედი მერკურის როლზე კი ცნობილი ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი დამტკიცდა, რომელიც მოგვიანებით Queen-ის წევრებთან და ამავდროულად ფილმის პროდიუსერებთან, ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორთან საბოლოო დეტალებზე ვერ შეთანხმდა და კინოპროექტი დატოვა.

საშა ბარონ კოენის დათხოვის შემდეგ მთავარ როლზე ინგლისელი მსახიობი ბენ უიშოუ სახელდებოდა, რეჟისორად კი - დექსტერ ფლეჩერი, თუმცა პროექტი კვლავ ვერ შედგა და გადაღებების უფლებაც სტუდია „სონიმ“ 20th Century Fox-ს გადაულოცა.

ბიოგრაფიული ფილმის სცენარის ახალი ვარიანტის ავტორები ჯასტინ ჰეითი და ოსკარის ნომინანტი (ფილმით - The Theory of Everything) დრამატურგი და სცენარისტი ენტონი მაკკარტენია, რომელთაც აქამდე არსებულ რამდენჯერმე გადაწერილ დრაფტს საბოლოო სახე მისცეს. ფილმის სიუჟეტი როკ-ჯგუფის 1985 წელს გამართული კონცერტის შესახებ იქნება დაფუძნებული. „ბოჰემური რაფსოდიის“ პრემიერის თარიღად 2018 წლის 25 დეკემბერია დანიშნული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]